Legal
მონაცემების წაშლის ინსტრუქცია
ვერსია 1.0 · ძალაშია 10 ოქტ 2026

Google-ის ან Facebook-ის კავშირის გაუქმება

თუ აღარ გსურთ ვეტმენის გამოყენება Google-ით ან Facebook-ით, შეგიძლიათ შესაბამისი პროვაიდერის ანგარიშის პარამეტრებიდან ვეტმენს გაუუქმოთ წვდომა. ეს აჩერებს მომდევნო ავტორიზაციას, მაგრამ ვეტმენში უკვე არსებულ ანგარიშს ავტომატურად არ შლის.

ვეტმენში შენახული სოციალური ავტორიზაციის მონაცემის წაშლა

  1. გახსენით კონტაქტის გვერდი, აირჩიეთ ზოგადი საკითხი და ფორმაში მიუთითეთ ვეტმენში თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ელფოსტა.
  2. შეტყობინებაში მიუთითეთ „მონაცემების წაშლა“ ან „Facebook data deletion“.
  3. გვაცნობეთ, გსურთ მხოლოდ Google/Facebook კავშირის წაშლა თუ ვეტმენში არსებული მთელი ანგარიშის დახურვა და თქვენი ანგარიშის მონაცემების წაშლა.
  4. უსაფრთხოებისთვის შეიძლება დამატებით დაგიდასტუროთ ვინაობა. პაროლს ელფოსტით არასდროს მოგთხოვთ.

დადასტურებული მოთხოვნის შემდეგ სოციალური ავტორიზაციის კავშირის წაშლისას ვშლით პროვაიდერის სახელს, პროვაიდერის ანგარიშის უნიკალურ იდენტიფიკატორს, მისგან მიღებულ ელფოსტას, დადასტურების სტატუსსა და კავშირის გამოყენების თარიღებს. პროვაიდერის access token-ს ან refresh token-ს ვეტმენი საერთოდ არ ინახავს.

თუ მთელი ანგარიშის წაშლას ითხოვთ, წავშლით ან ანონიმურად ვაქცევთ იმ ანგარიშის მონაცემებს, რომელთა შენახვაც აღარ გვჭირდება. კანონით სავალდებულო ჩანაწერი ან სამართლებრივი მოთხოვნის დაცვისთვის საჭირო მინიმალური ინფორმაცია შეიძლება შესაბამისი ვადის ამოწურვამდე შევინახოთ. სარეზერვო ასლებში დარჩენილი მონაცემი წაიშლება მათი დაცული შენახვის ციკლის დასრულებისას და მანამდე მხოლოდ აღდგენისთვის გამოიყენება.

კლინიკის კლიენტისა და ცხოველის სამედიცინო ან საოპერაციო ჩანაწერებზე პასუხისმგებელი შესაბამისი კლინიკაა. ასეთი ჩანაწერის წაშლის მოთხოვნით პირველ რიგში კლინიკას მიმართეთ.

მოთხოვნის შესრულების ან მისი დასაბუთებული შეზღუდვის შესახებ პასუხს გამოგიგზავნით კანონით დადგენილ ვადაში.

ტექსტის ანაბეჭდი: 5de3e33d947154f136230503d97ac7d4f291f87fce90f3fe7a03479daf33cf31
სამართლებრივი დოკუმენტები · სისტემაში დაბრუნება